saqarTvelos mRvimeebi - gelgelukis mRvime
კარსტული წარმონაქმნი არაბიკის მასივზე. გაგრის მულიციპალიტეტში. მდინარე სანდრიფშის აუზში, ზღვის დონიდან 2230 მ. გამომუშავებულია ქვედაცარცულ მასიურ კირქვებში. მღვიმე წარმოადგენს ვიწრო სიღრუეს, რომლის ჯამური სიგრძე 120 მ. აღწევს. მექანიკური ნალექებიდან გვხვდება გამოფიტვისა და ნგრევის ადგილობრივი მასალა. ჰავა სტატიურია. მშრალია.
მღვიმეში მოიპოვებულია მრავალფეხიანები: მატლი - Diptera, ხოჭოებიდან Trechini და სხვ. ადვილი შესაღწევია.